ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

 

 

ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე – გეგეჭკორი, სანდოხაძე, მონტეირო, ქიმაძე (69. ბუღრიძე) – გიგაური, მანჯგალაძე (90+1. ვ. ტაბატაძე) – შერგელაშვილი, გ. კუხიანიძე (76. ცინცაძე), არაბიძე (69. შულაია) – კაბალიერო (69. თ. ახვლედიანი)

სათადარიგოები: ჰამზიჩი – აბულაძე, გოგლიჩიძე, გ. მჭედლიშვილი

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ლოკომოტივი 2 (4-3-3): კოპალიანი – გაბაძე, ანდრონიკაშვილი, პირტახია, ხარაიშვილი – ხინჩიაშვილი (80. ოქროპირიძე), მენთეშაშვილი (72. ოზბეთელაშვილი), შერმადინი (66. გ. ხუციშვილი) – კურტანიძე (72. მელიქიშვილი), ჭიაბრიშვილი (80. მუკბანიანი), კიკნაძე

სათადარიგოები: ლომიძე – ჯაფარიძე, ხორავა, გრიგალაშვილი

მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

არბიტრი: ა. აფციაური

 

ქუთაისის „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელია. ბათუმში გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში გუნდმა თბილისის „ლოკომოტივი 2“ 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდანვე „ტორპედოს“ აქტიურობით დაიწყო და მათი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ქუთათურებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

თამაშის ხასიათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „ტორპედო“ შეტევებს განაგრძობდა. 54-ე წუთზე, გიორგი არაბიძის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თბილისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა კაბალიერომ და ანგარიში გახსნა – 1:0. „ტორპედომ“ უპირატესობა 61-ე წუთზე გაზარდა, ლევან გეგეჭკორის გადაცემით გიორგი ქიმაძემ ისარგებლა – 2:0.

საბოლოოდ, შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა 2:0. კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა – მისი გაწვრთნილი „ტორპედო“ 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერაც სუპერთასს დაეუფლა, ახლა კი საქართველოს თასი მესამედ (სულ „ტორპედომ“ თასი მეხუთედ მოიპოვა) მოიგო და მომავალ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.