ქუთაისის „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. რამდენიმე ლეგიონერი მზადების პროცესს 20 ივლისს შეუერთდა.

ქუთაიელთა პრესსამსახურის ცნობით, სულ მალე იგეგმება შეკრება და რამდენიმე ამხანაგური მატჩი. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ „ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა.

„ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბი მიხაილ რადჩენკომ, მუროდჯონ ტუიჩიბაევმა და ზაურ გოგუაძემ დატოვეს. „ტორპედო“ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.

ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანია გუნდს დაასპონსორებს. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია, მაგრამ ქუთაისის „ტორპედო“კომპანია „ნიუ ვიჟენითვის“ არ გადაუციათ. გუნდის საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით მალე აუქციონი გაიმართება, რომელშიც კომპანია „ალიანს ჯგუფ ჰოლფდინგიც“ მიიღებს მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი