ქუთაისის „ტორპედო“ პირველ სპარინგს გამართავს - გუნდში ორი ახალწვეულია
ქუთაისის „ტორპედო“ პირველ სპარინგს გამართავს - გუნდში ორი ახალწვეულია

ხვალ, 14:00 საათზე, ფოთის „პარკი არენაზე“ ქუთაისის „ტორპედო“ ახალი შემადგენლობით პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს – მიხეილ აშვეთიას გუნდი ამხანაგურ მატჩში თბილისის „მერანს“ დაუპირისპირება.

მანამდე გუნდმა კიდევ ორი ახალწვეული წარადგინა. ტორპედოს ფეხბურთელი გიორგი ჯანელიძე გახდა – 30 წლის ნახევარმცველი კლუბს ბათუმის „დინამოდან“ შეუერთდა.

მეორე ახალწვეული კი გიორგი ივანიშვილია – ასევე 30 წლსი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ბავშობიდან შვეიცარიაშია ცხოვრობდა, „ციურიხის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და შვეიცარიის მოქალაქე გახლავთ. „ტორპედოს“ ახალწვეულს შვეიცარიულ და პოლონულ კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს.

მანამდე „ტორპედომ“ ლეგიონერის დამატება გაასაჯაროვა – ახალ სეზონს ქუთაისური გუნდის ფფორმას სერბი ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩი მოირგებს.