ქუთაისის „ტორპედო“ ორმა ლეგიონერმა დატოვა #1TVSPORT

15:56, 17.07.2026

აზერბაიჯანულ „ზირასთან“ ორივე შეხვედრაში დამარცხების (0:3, 0:3) შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ ევროსარბიელს პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა, რის შედეგადაც კლუბში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

გუნდის პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ ჟორჟინიომ და სორი მანემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვეს.

28 წლის პორტუგალიელი მცველი ჟორჟინიო ქართულ კლუბს 2025 წელს შეუერთდა. ნახევარმცველი სორი მანე კი გვინეა-ბისაუს ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნულ გუნდში სისტემატურად იწვევდნენ.

სორი მანემ მიმდინარე სეზონში ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია. რაც შეეხება ჟორჟინიოს, მას წელს საერთოდ არ უთამაშია.

მსგავსი