ქუთაისის „ტორპედო“ მედიას ხვდება - ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, გაუსაძლის პირობებზე ღიად ისაუბრონ
ქუთაისის „ტორპედო“ მედიას ხვდება - ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, გაუსაძლის პირობებზე ღიად ისაუბრონ
ხვალ, 14 სექტემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ მთელი შემადგენლობით ჟურნალისტებს შეხვდება – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.
 
„ხვალ, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე, ჩვენი გუნდის (სრული შემადგენლობით) პრესკონფერენცია გაიმართება. ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, კლუბში შექმნილ გაუსაძლის პირობებსა და, ზოგადად, იმ ყველაფერზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში „ტორპედოს“ ირგვლივ ხდება, ღიად ისაუბრონ. აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა იმ გულშემატკივარსაც, ვისაც ჩვენი კლუბის ბედი ანაღვლებს“ – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ კლუბ „ტორპედოს“ დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ ადმინისტრაციას. მაგრამ არსებული ფინანსური პრობლემები დავის გამო დროულად ვერ გვარდება. ამის გამო გუნდი მძიმე მდგომარეობაშია – ფეხბურთელები ხელფასს დიდი ხანია ვეღარ იღებენ, სავარჯიშო პროცესი კი ჩაშლის პირასაა.
დატოვე კომენტარი