ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია #1TVSPORT

2 აგვისტოს ეროვნული ლიგის სეზონი განახლდება. ორთვიანი პაუზის განმავლობაში გუნდებში ბევრი საკადრო ცვლილებები მოხდა, შესაბამისად, სატრანსფერო შეფასებებიც განახლდა.

საშემოდგომო ეტაპის დაწყებამდე ეროვნული ლიგის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 24.5 წელია, საქართველოს ჩემპიონატში სულ 79 ლეგიონერი თამაშობს, ლიგის ფეხბურთელის საშუალო ფასი 135 ათასი ევროა, ხოლო ელიგის მოთამაშე ჯამური ღირებულება – 35.87 მილიონი ევრო.

საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ქუთაისის „ტორპედოა“, რომლის მოთამაშეთა საბაზრო ღირებულება 6.53 მილიონი ევროა, სამეულში ასევე მოხვდნენ „დინამო თბილისი“ (6.51) და „იბერია“ (4.95).

ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური შეფასება:

„ტორპედო“ – 6.53 მილიონი ევრო;

„დინამო თბილისი“ –  6.51 მილიონი ევრო;

„იბერია“ – 4.95 მილიონი ევრო;

„დილა“ – 4.40 მილიონი ევრო;

„დინამო“ (ბათუმი) – 3.61 მილიონი ევრო;

„გაგრა“ – 2.46 მილიონი ევრო;

სამგურალი“ – 2.45 მილიონი ევრო;

„თელავი“ – 1.70  მილიონი ევრო;

„გარეჯი“ – 1.64 მილიონი ევრო;

„კოლხეთი“ (ფოთი) – 1.63 მილიონი ევრო.