ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის პორტუგალიაში მოემზადება და „ატლანტიკის თასზე“ ითამაშებს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირზე „ბრონდბიუს“ (დანია), „როსენბორგსა“ (ნორვეგია) და „გიოტებორგს“ (შედეთი) შეხვდება.
დაგეგმილი თამაშების განრიგი:
1 თებერვალი, 19:00 | „ბრონდბიუ“ (დანია) – „ტორპედო“
5 თებერვალი, 17:00 | „ტორპედო“ – „როსენბორგი“ (ნორვეგია)
7 თებერვალი, 17:00 | „გიოტებორგი“ (შვედეთი) – „ტორპედო“
„ატლანტიკის თასი“ საფეხბურთო ტურნირია, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში ტარდება. გათამაშება 2011 წელს „არსენალის“, „ბენფიკისა“ და შვედეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, შტეფან შვარცმა და „მილუოლის“ ყოფილმა მეკარემ, ბრაიან ჰორნმა დაარსეს.
ტურნირში ძირითადად სკანდინავიის, ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის გუნდები მონაწილეობენ. ასევე უთამაშიათ ხორვატიის, ავსტრიის, ჩეხეთისა და ამერიკის ლიგის წარმომადგენლებს, ქართული გუნდი კი პირველად ითამაშებს.
სატელევიზიო გაშუქებას თავდაპირველად Eurosport-ი და Eurosport 2-ი ახორციელებდნენ.