ქუთაისის თეატრში პრემიერა - „მიუნჰაუზენი“ გაიმართა
ქუთაისის თეატრში პრემიერა - „მიუნჰაუზენი“ გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართა. დასი მაყურებლის წინაშე გრიგორი გორინის „მიუნჰაუზენით“ წარდგა. სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძეა.

ორმოქმედებიანი ფანტასმაგორიის მხატვარი აივენგო ჭელიძე, კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ბარბაქაძეა. წარმოდგენაში ნინო ჭოლაძე, დავით როინიშვილი, მარიკა სამანიშვილი, ზვიად სვანაძე და სულხან გოგოლაშვილი მონაწილეობენ. ეს კოტე აბაშიძისთვის მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში  პირველი ნამუშევარია.