ქუთაისის შვიდ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად სამი უბნის მონაცემები შეიცვალა
ქუთაისის შვიდ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად სამი უბნის მონაცემები შეიცვალა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შვიდი უბნის შედეგები გადათვალა. ხმების გადათვლის შედეგად სამი უბნის მონაცემები შეიცვალა.

38-ე საარჩევნო უბანზე ბათილად ცნობილი ბიულეტენებიდან ხატია დეკანოიძის ხმებს ოთხი ხმა დაემატა, სოსოს ხახალეიშვილის ხმებს კი სამი.

104-ე უბანზე ხატია დეკანოიძეს მოაკლდა სამი ბიულეტინი, აქედან ორი გაბათილდა, ერთი კი დაემატა „ქართული ოცნების“ კანდიდატს.

68-ე საარჩევნო უბნის გადათვლის შედეგად ხატია დეკანოიძეს მოაკლდა ერთი ბიულეტენი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ორი და ჯამში სამი ბიულეტენი დაემატა ბათილებს.

დატოვე კომენტარი