ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებასთან მოშიმშილე ადვოკატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებასთან მოშიმშილე ადვოკატი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისში, #2 პენიტენციალურ დაწესებულებასთან მოშიმშილე ადვოკატის, ირინა საღინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

უფლებადამცველმა პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ მიმართა. ადვოკატი აცხადებდა, რომ პროტესტი ციხის ადმინისტრაციის მიერ საპყრობილეში ვიზიტორების შესვლის წესის შეცვლას უკავშირდება.

ირინა საღინაძის თქმით, ახალი რეგულაციების მიხედვით, ციხეში სტუმრების ჩხრეკა არაცივილურად, ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.