ქუთაისის სასამართლომ 17 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

00:53, 24.05.2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკვლელობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში 2017 წლის 2 დეკემბერს მოხდა. 18 წლის ახალგაზრდამ ყოფილი თანაკლასელი ცივი იარაღით მოკლა.

მკვლელობა სოფლის სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის) განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

მსგავსი