ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „საქნახშირის“ თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „საქნახშირის“ თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა.

მინდელის შახტში მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა. მოსამართლე თათია გოგოლაურმა ადვოკატების შუამდგომლობა არ გაიზიარა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მიმდინარე წლის 5 აპრილს ჭერი ჩამოიშალა, რომლის შედეგად ექვსი მეშახტე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელია დაკავებული. მათ გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი