ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო

19:22, 30.10.2018

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე შესული საჩივრების განხილვა დაიწყო. კომისიაში 38 საჩივარია შესული. მათი უმეტესობა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და გაერთიანების „ძალა ერთობაშია” წარმომადგენლების მიერაა დაწერილი.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა და ისინი არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.

საჩივრების განხილვა დღესვე უნდა დასრულდეს.

მსგავსი