ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დავით ოქიტაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგა შუშანიას შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავდნენ, ხმაური იყო.

ერთმანეთს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას“, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გიგა შუშანიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.