ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოებს აქვეყნებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოებს აქვეყნებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტომასალა უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო ეკოსისტემა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.

KIU-ს კამპუსი მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას მრავალფეროვანსა და განუმეორებელს ქმნის“, – აღნიშნავენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.