ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სპეციალური რეისი შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სპეციალური რეისი შესრულდება

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 ივლისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ქუთაისი-ათენის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. (მოფრენა – 15:10 საათზე, გაფრენა 15:40 საათზე).

​სარეპატრიაციო რეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ შეასრულებს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ორივე მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდულია.

„ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრები შემოწმებას გაივლიან და აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.

ათენი-ქუთაისი-ათენის მგზავრებს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები – Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე სავალდებულოა მგზავრებმა შეავსონ სპეციალური PLF-ფორმა ვებგვერდზე travel.gov.gr. შევსების შემდეგ ელექტრონული PLF-ფორმა ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელ.ფოსტაზე, რომელიც მან ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინოს“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.