ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი მიიღო
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი მიიღო. ამის შესახებ აეროპორტის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული.
ამასთან, ქუთაისის აეროპორტი განახლდა, დასრულდა ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები და დღეიდან მგზავრებს მასპინძლობს.
„არსებული და ახალი ტერმინალები ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრის ერთ ტერმინალს ქმნის საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო“, – აცხადებენ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.