ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - შესაძლებელი გახდა აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება, სალონიკის, პოზნანისა და პრაღის მიმართულებით რეისები სტანდარტულ დროს შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - შესაძლებელი გახდა აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება, სალონიკის, პოზნანისა და პრაღის მიმართულებით რეისები სტანდარტულ დროს შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, აეროპორტი ეტაპობრივად ამუშავდა და გარკვეული რეისები სტანდარტულ დროს შესრულდება.

მათივე ცნობით, რამდენიმე რეისს, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიიღებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება.

შედეგად, რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი-პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდარტულ დროს.

შემდეგი რეისები – პარიზი 02:46 საათზე; დორტმუნდი 04:44 საათზე; ბარსელონა 04:52 საათზე, ქუთაისის ნაცვლად, მოფრინდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ნებისმიერ სიახლეს ოპერატიულად შეიტყობთ ჩვენი ოფიციალური გვერდების საშუალებით“, – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფეისბუქგვერდზე.