ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა თვეში 1 216 372 მგზავრს მოემსახურა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა თვეში 1 216 372 მგზავრს მოემსახურა

იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ცხრა თვის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 1 216 372 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის იანვარ სექტემბერი 633,834 – მგზავრი).

„მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 3 615 რეისი შესრულდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი რეისების რაოდენობა 43% გაიზარდა. (2022 წლის 9 თვე – 2, 535 რეისი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა თვის ჭრილშიც. სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 163,998 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66 %-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით, 15 %-ით მეტია. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა. 2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.