ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას მკვლელობაში ედებოდა ბრალი, გასული წლის 9 ივნისს გაამართლა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა.

დემურ სტურუა 2016 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილი ​იპოვეს. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა და თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.