ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მაღაროელების საქმის განხილვა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მაღაროელებს ოთხი და ექვსი წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ დაკავებული მაღაროელების მხარდამჭერები და ოჯახის წევრები.
დაცვის მხარე საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს ექვსი წლითა და სამი თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს ოთხი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ.