ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს

12:32, 02.01.2018

ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ექიმების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

12 პაციენტიდან ექვსი უკვე გაწერეს, ექვსი პაციენტი კი მკურნალობას აგრძელებს.

მედიკოსების თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი