ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსზე სამი ანალიზის პასუხს ელოდებიან

11:18, 26.05.2020

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან სამი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. კორონავირუსზე სამივე პაციენტის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტალის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

მსგავსი