ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

12:47, 25.05.2020

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

მსგავსი