ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

10:37, 23.05.2020

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი რჩება ბოქსირებულ პალატაში და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ.

მისივე ინფორმაციით, სტაციონარში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები მიიღეს.

მსგავსი