ქუთაისის რამდენიმე დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეუწყდება
ქუთაისის რამდენიმე დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეუწყდება

ქუთაისში კახიანოურის, მუხნარისა და საფიჩხიის ნაწილის დასახლებების მცხობრებლებს ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, დასახლებებში 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის მიზნით, დაგეგმილია ახალ ქსელზე გადართვითი სამუშოები.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, 7 თებერვილიდან დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა შემდეგი ქუჩები: ა. რაზმაძე, ჯორჯიაშვილი, ახალგაზრდობა, გრ.აბაშიძე, ლეონიძე, ჭყონდიდელი, გორი, გრ.ჩორგოლიანი, დ.გურამიშვილი, დეპო, ვ.ბაგრატიონი, ი. ევდოშილი, მ.ბალანჩივაძე, მოსკოვი, გოგოლი, ნიკო მარი, ს. მახვილაძე, ს. ხაბეიშვილი, სადგური, ფოთი, ვ. კუპრაძე, წმინდა სამება, ლომთათიძე, ჰ.გმაინერი, თამარ მეფის ნაწილი, თამარ მეფის პირველ შესახვევი და პირველი ჩიხი, წერეთლის ნაწილი და მესამე შესახვევი.

აღნიშნულ შეზღუდვასთან დაკავშირებით მომხმარებლებს მოკლეტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.