ქუთაისის ქუჩებში სავარჯიშო მოწყობილობები მონტაჟდება

19:04, 20.06.2018

ქუთაისის ქუჩებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის სავარჯიშო მოწყობილობები მონტაჟდება. თითოეულის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო

სამუშაოები ერთდროულად ქალაქის 13 უბანში მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯეო პარკინგმა“ გაიმარჯვა.

„დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“-განაცხადა პირველ არხთან ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი