ქუთაისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
ქუთაისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა დეზინფექცია ქუჩების გზის სავალ ნაწილზე, სკვერებსა და მოსაცდელებზე ჩაატარეს.

სამუშაო პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ესწრებოდნენ.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, დეზინფექცია განხორციელდა სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

მათივე ცნობით, ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება.

ქუთაისის მასშტაბით ქუჩები სპეციალური ხსნარითა და ქაფით პერმანენტულად ირეცხება.