ქუთაისის ქუჩები ქაფითა და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა
ქუთაისის ქუჩები ქაფითა და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

ქუთაისის ქუჩები ქაფითა და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაოები ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ განახორციელა.

„სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებთან ერთად, ქუჩების გადარეცხვაში მონაწილეობა მიიღო საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკით იყო ჩართული.

სულ ქუთაისის ქუჩებში რვა ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა.პროცესს ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ესწრებოდა.

როგორც „სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, მსგავს ღონისძიებებს ისინი ორ კვირაში ერთხელ განახორციელებენ.