ქუთაისის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართა
ქუთაისის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართა

პრემიერა გაიმართა ქუთაისის ოპერის თეატრში. დასმა ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“ წარმოადგინა.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობა, ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტების გარდა, გერმანიაში მოღვაწე სოპრანომ და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტებმა მიიღეს.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორები რევაზ ჯავახიშვილი და მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი თეო კუხიანიძე, ხოლო ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძეა.

პრემიერა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრის 48 წლის იუბილეს მიეძღვნა.