ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების (ზ.გამსახურდიასა და დ.აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე დ-600 მმ ამორტიზებული ქსელის გაუქმება) გამო, 4 და 5 აპრილს ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკს აქვეყნებს:

გუგუნავას ქუჩა N 5-7-9-11-13-15 – 04.04.2019 – 07:00 საათიდან – 05.04.2019 – 07.00 საათამდე;
გველესიანი, ბოჭორიშვილი, ბესიკი, ზ.გამსახურდია, დავით აღმაშენებელი, ი.ჭავჭავაძე, დია ჩიანელი, მელიქიშვილი, თავისუფლება, ფხაკაძე, შარტავა, შმიდტი, სოხუმი, ჭუმბურიძე, გამარჯვება, იმედაძე, კაკაბაძე, საიათნოვა, ნუცუბიძე, შავგულიძე, ვეტერანები, ჩხეიძე, გიორგი ბრწყინვალე, ინგოროყვა, რობაქიძე, ზესტაფონი, ლადო ასათიანი, მგალობლიშვილი, დავითაშვილი, სინაური, გვანცელაძე, ნინოშვილი, ფარნავაზ მეფე, მესხიშვილი, ჯანელიძე, ჩეხოვი, ნაფეტვარიძე, ქანთარია, ზ.ანჯაფარიძე, ამაშუკელი, ფიროსმანი, ერისთავი, მჭედლიძე, ნამგალაძე, მარჯანიშვილი, ს.მესხი, რუსთაველი – 04.04.2019 – 09:00 საათიდან – 04.04.2019 – 17:00 საათამდე.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო” – აცხადებენ კომპანიაში.