ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მეხუთე კლასის მოსწავლეა.

სკოლის დირექტორის, თამაზ ჭაბუკიანის ინფორმაციით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულს სიმპტომები არ აქვს და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.