ქუთაისის მერობის კანდიდატი ერთ-ერთი ხის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა
ქუთაისის მერობის კანდიდატი ერთ-ერთი ხის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ხის გადამამუშავებელი ქარხნის, „სიარპი ვუდის“ თანამშრომლებს შეხვდა და საწარმო დაათვალიერა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა თანშრომლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, იმსჯელეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.

„სიარპი ჯგუფი“ 2009 წელს დაარსებული კომპანიაა და გამოირჩევა ტექნიკური აღჭურვილობით, პროდუქციის მაღალი ხარისხით და მუშაობს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

დღესვე იოსებ ხახალეიშვილი შპს „ათინათის“ პერსონალს შეხვდება. ასევე მერობის კანდიდატი  მე-11 საჯარო სკოლასთან და ბუხაიძის სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.