ქუთაისის მერმა პატრულის თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა
ქუთაისის მერმა პატრულის თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დედის დღე საპატრულო პოლიციის თანამშრომელ დედებს მიულოცა. მერი მათ სამსახური ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალთა როლი სახელმწიფოს განვითარებასა და კეთილდღეობის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„დედის დღე მივულოცეთ საპატრულოს თანამშრომელ ქალბატონებს, რომლებიც დღესაც არ ისვენებენ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ჩვენს ქვეყანას ემსახურებიან. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.