ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს.

„ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ ორი წლისა და შვიდი თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის,რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ. ეს საჩუქარი კი, განსაკუთრებული საჩუქარი, ყოველთვის ჩემთან იქნება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.  მომავალსა და გეგმებზე კი – ხვალ“, – აღნიშნულია თვალთვაძის განცხადებაში.