ქუთაისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14:42, 07.10.2020

​​კორონავირუსი ქუთაისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

მერიის ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, ინფექციურ საავადმყოფოში ანალიზი აუღეს და „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

რა გახდა ინფიცირების წყარო, უცნობია. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

მსგავსი