ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

11:46, 05.10.2020

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის ორი სკოლის მოსწავლეა, რის გამოც ქალაქის ორ საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ასევე, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს.

გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთში 370 კოვიდინფიცირებულია.

მსგავსი