ქუთაისის მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ააიპ „ქუთგანათების“ თანამშრომელი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

აღნიშნული აიიპ მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არ არის განთავსებული. შესაბამის მისამართზე კი დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

დაინფიცირებულ პირთან შემხებლობაში მყოფ პირებს ტესტი ჩაუტარდათ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.