ქუთაისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს
ქუთაისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს

ქუთაისის მერიის შენობის წინ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მოსახლეობა არის მიტოვებული და ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

შუშანია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას წერილით მიმართავს, სადაც ითხოვს პასუხს, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი