ქუთაისის მერიამ ჭავჭავაძის N49 კორპუსის მაცხოვრებლებს გადასახური მასალა გადასცა
ქუთაისის მერიამ ჭავჭავაძის N49 კორპუსის მაცხოვრებლებს გადასახური მასალა გადასცა

ქუთაისის მერიამ ჭავჭავაძის N49 კორპუსის მაცხოვრებლებს გადასახური მასალა გადასცა.

გუშინ ქუთაისში ქარმა ათობით სახლს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობას გადასახური მასალა დაურიგდება, რათა დროულად მოხდეს ყველა დაზიანებული ბინისა თუ კორპუსის გადახურვა და დამატებითი პრობლემები არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას უამინდობისას.

კორპუსების გადასახური მასალას და მის სამონტაჟო სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს.

რაც შეეხება კერძო სახლებს, მესაკუთრეთა გადასახური მასალით უზრუნველყოფა მოხდება.