ქუთაისის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის 444 996 ლარს დახარჯავს
ქუთაისის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის 444 996 ლარს დახარჯავს

თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია 444 996 ლარს დახარჯავს. სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების წარდგენა დაინტერესებულ კომპანიებს 26 მარტიდან 3 აპილამდე შეეძლებათ.

პროექტი ხიდის სავალი ნაწილის შეცვლისა და ლითონის კონსტრუქციის გამაგრების გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის ფილებით მოპირკეთების სამუშაოების შესრულებასაც გულისხმობს. ხიდის სავალ ნაწილზე მინის კონსტრუქციის ქვემოთ თეთრი ქვების იმიტირებული დეკორატიული ფორმები განთავსდება.

„ხიდი არის საფეხმავლო და მასზე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებისას გარდა ვიზუალური დატვირთვისა იმიტირებული თეთრი ქვების მოცულობები შეასრულებს ჩამოსაჯდომის ფუნქციას. ქვების ირგვლივ არსებული მინის იატაკი კი საუალებას მოგვცემს, დავათვალიეროთ საფარის ქვემოთ არსებული სივრცე“, – განუცხადა პირველ არხს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამასახურის უფროსმა ზაზა ჩხიკვაძემ.

პროექტის ვატორები არქიტეტორი გია ხუჯაძე და დიზაინერი თემურ ფხაკაძე არიან.

სამუშაოები მაისის თვეში დაიწყება და 3 თვეში უნდა დასრულდეს.

თეთრი ხიდი 1852 წელს აშენდა. მე- 20 საუკუნის ბოლოს კი მასზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა და ხიდით სარგებლობა მხოლოდ ფეხით მოსარულეებს შეუძლიათ.