ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარია
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარია

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, იწვის სახურავი და სპორტდარბაზში ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო მანქანა. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა.