ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.

არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო ღია სივრცეში – „მწვანე თეატრში” გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფია „ ეფრო კლდიაშვილი“ და ნაჩვენები იყო ნაწყვეტი რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერიდან „თქვენო უდიდესებულებავ”.

საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მსახიობები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.