ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 1 550 ბიოლოგიური ნიმუშიდან 388 დადებითი აღმოჩნდა 
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 1 550 ბიოლოგიური ნიმუშიდან 388 დადებითი აღმოჩნდა 

ქუთაისის ლაბორატორიაში ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსზე 1 550 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ 388 პირს დაუდასტურდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი აქამდე არსებულ შემთხვევებს უკავშირდება და დამატებით ახალი საყურადღებო კლასტერი არ არის.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის კლინიკებში მკურნალობის კურსს 900-მდე კოვიდინფიცირებული გადის.

შალამბერიძის თქმით, კარანტინში იმყოფება 120 ადამიანი, 140 უსიმპტომო პაციენტი კი, სასტუმროშია გადანაწილებული. ამასთან, 4 000 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 16 904-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.