ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 1 412 პირიდან ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 1 412 პირიდან ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 1 412 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი არის უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს და კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.