ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 394 პირი გამოიკვლიეს, ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 394 პირი გამოიკვლიეს, ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 394 პირის ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს  დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაცინეტებსა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს ჩაუტარდა.

რაც შეეხება რეგიონის კარანტინის სივრცეებს, ამ დროისთვის იმერეთში კარანტინში 150 პირი იმყოფება.