ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 236 სინჯი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 236 სინჯი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 236 პირის სინჯი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, გამოსაკვლევ პირთა შორის იყვნენ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტები, კარანტინის სივრცეებიდან გასაწერი პირები და შშმ პირები, ასევე თავშესაფრის ბინადრები.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ კარანტინის სივრცეებში 215 ადამიანი იმყოფება.