ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 39 საეჭვო პაციენტის ანალიზები გამოიკვლიეს და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს. საუბარია შუახნის ქალზე, რომელიც თერჯოლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. მისი დაინფიცირების პირველწყარო ჯერ უცნობია. მიმდინარეობს კვლევა. ქალს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

ამასთან, ყველა ტესტის პასუხი, რომელიც ვანის კლასტერს უკავშირდებოდა არის უარყოფითი. ანტისხეულების ტესტირება ჩაუტარდება 75 წლის ქალის შვილს. პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ვანში კორონავირუსით სამი პაციენტია ინფიცირებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 76 პირი იმყოფება, 480 მოქალაქე კი კარანტინშია.