ქუთაისის ლაბორატორიაში გასულ 24 საათში 374 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ ერთს დაუდასტურდა

13:50, 02.09.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 374 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან „კოვიდ-19“ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

მსგავსი