ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 72 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

09:18, 31.08.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 72 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა. გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა ჩაუტარდა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს.

მსგავსი